ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი დააკავეს
- მსოფლიო
- 05.10.2018
- 15:51
ამერიკელი ტოპ-მოდელი ემილი რატაკოვსკი ბრეტ კავანოს აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
„დღეს დამაკავეს ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ადამიანის, რომელიც უამრავჯერ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. მამაკაცი, რომელმაც ამდენ ქალს ტკივილი მიაყენა, არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს“, - წერს მოდელი.
რატაკოვსკისთან ერთად დააკავეს მსახიობი ემი შუმერიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი შუმერს ეკითხება, უნდა თუ არა, რომ დააკავონ, რაზეც მსახიობმა უპასუხა: „დიახ“.