ბერლინში ავტომობილმა გამვლელებს გადაუარა
- მსოფლიო
- 05.10.2018
- 16:16
ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონში ავტომობილმა ადამიანთა ჯგუფს გადაუარა. დაშავდა ხუთი ადამიანი.
ბერლინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ინციდენტი Helmholzstraße-ის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ბერლინის პოლიციამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო. „წინასწარი მონაცემებით, მძღოლს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.