ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო გავაზში მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა
- საზოგადოება
- 12.10.2018
- 09:26
ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო კახეთში მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა - შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო მანქანა. ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურებულია საოჯახო ტექნიკაც.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.
ხანძრის გაჩენი ერთ-ერთ ვერსიად ამ მოსაზრებას განიხილავენ სამართალდამცველებიც.