primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ - ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.10.2018
  • 12:45
ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ - ჩუგოშვილი

იმ დროის განმავლობაში, რაც მე წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ძალიან დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და რომელიც წლებია უკვე არღვევს სხვადასხვა ვალდებულებებს, რაც დაკისრებული აქვს ევროსაბჭოს მხრიდან, – განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციისთვის, რომლებიც იგივე თემებს ლობირებდნენ, მაგალითად, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთისთვის, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ ნაცრისფერ ზონებში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას და მონიტორინგის დაშვების საკითხს. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა დამკვირვებლებთან, რომლებიც ჩამოდიან ევროსაბჭოს ასამბლეიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და ასევე, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან და მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საერთო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი სესია იყო. ამ კვირის განმავლობაშიბევრი რამ შევძელით, რაც რთულად მიღწევადი იყო და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ევროსაბჭოში“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge