ერაყში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა
- მსოფლიო
- 15.10.2018
- 10:36
ერაყში, ბასრას პროვინციაში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ მედია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარზე დაყრდნობით იუწყება.
მაჰდი ათ-თამიმის თქმით, მოწამვლა დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა გამოიწვია. მისვე თქმით, დაზარალდნენ სასწავლო დაწესებულებებიც.
მრავალათასიანი საპროტესო აქციები ბასრას პროვინციაში 8 ივლისს დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ელექტროენერგიასა და წყალმომარგებასთან დაკავშირებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვდნენ.
რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლით ერაყში ევროკავშირის ელჩი რამონ ბლეკუაც მოიწამლა.