png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის დაფინანსებით „საგურამოჰესი“ აშენდება

  • ეკონომიკა
  • 07.12.2015
  • 13:44
თიბისი ბანკის დაფინანსებით „საგურამოჰესი“ აშენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება.  „საგურამოჰესის“  მშენებლობის ერთადერთი  დამფინანსებელი საკრედიტო ინსტიტუტი თიბისი ბანკია, რომელიც პროექტში 6 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

„საგურამოჰესის“ მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დღეს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დარგში, დავით წიკლაური და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე დაესწრნენ.

 სიტყვით გამოსვლისას, ენერგეტიკის მინისტრმა თიბისი ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების  მხრიდან ამ პროექტის დაფინანსებაში ჩართულობა მისასალმებელია.

 „თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს, საქართველოში ენერგოსექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. „საგურამოჰესი“ ბოლო  რამდენიმე წლის განმავლობაში თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული უკვე მე-11 პროექტია. ვფიქრობთ, რომ ენერგოსექტორს საქართველოში საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ სფეროში მოქმედ კომპანიებთან“. - განაცხადა თიბისი ბანკის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა, დავით წიკლაურმა.

საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის   ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება. ჰესის  სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ.კვტსთ.

ჰიდროელექტროსადგურისთვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.  

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა კომპანიას უკვე მიღებული აქვს  და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.

 ”საგურამოჰესი" მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რითაც ზამთრის დეფიციტი შემცირდება. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge