საფრანგეთში წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 15.10.2018
- 13:31
სამხრეთ საფრანგეთში წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მონაზონია, რომელიც ვილარდონელის კომუნაში დაიღუპა. კიუკსაკის კომუნაში კი ადგილობრივი მცხოვრები სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს განგაშის მაქსიმალური - წითელი დონე საფრანგეთის სამხრეთით ოდის დეპარტამენტში გამოცხადდა. წყალდიდობა ქვეყნის ამ ტერიტორიაზე ძლიერმა, გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
ოდის დეპარტამენტში წყალდიდობა 1891 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.