ანკარაში ირანის საელჩოს შენობიდან ტერაქტის საფრთხის გამო თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
- მსოფლიო
- 15.10.2018
- 14:22
ანკარაში ირანის საელჩოს შენობიდან ტერაქტის საფრთხის გამო თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეარხი Haberturk-ი იუწყება.
ტელეარხის ცნობით,საელჩოში მიიღეს ანონიმური შეტყობინება თვითმკვლელი ტერორისტის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
სასწრაფოდ განხორციელდა საელჩოს თანამშრომლების, მათ შირის ელჩის ევაკუაცია. დიპლომატიური მისიის შენობასთან გაძლიერებულია უსფრთხოების ზომები.
გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები.