ალეკ ბოლდუინმა მოსახლეობას ტრამპის დამხობისკენ მოუწოდა
- მსოფლიო
- 15.10.2018
- 14:43
ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმებით არის ცნობილი, საზოგადოებას მისი ხელისუფლების „დამხობისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
ბოლდუინი ნიუ ჰემპშირში დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
„ამ ორგანიზებულო, ფორმალურო და კანონიერი გზით აშშ-ში დონალდ ტრამპის მთავრობა უნდა დავამხოთ“, - განაცხად მსახიობმა.
ამის გარდა ბოლდუინმა რესპუბლიკელებს დამანგრეველები უწოდა.