primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.10.2018
  • 19:54
ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი - სალომე ზურაბიშვილი

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.
“ქვეყანა არ შენდება ერთი ადამიანით. ეს იყო ჩვენი, წარსულში ხშირად, შეცდომა, რომ გვეგონა, რომ შეიძლება ერთმა პრეზიდენტმა ყველაფერი გადაწყვიტოს და ყველაფერი მოაგვაროს. ადამიანები ადამიანები არიან და ზე-პრეზიდენტები აღარ არიან, ყოველ შემთხვევაში და ამას არ უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ როგორ შეიძლება ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა და როგორ შეიძლება ერთად განვავითაროთ ეს რეგიონები. ამ კუთხით ყაზბეგი არის მაგალითი. მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, სადაც ადრე მე ვიყავი ჩამოსული და იყო საკმაოდ ჩამკვდარი, გაშეშებული და უცებ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან სწრაფად, სიცოცხლე დაუბრუნდა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. შეიძლება ბევრად მეტი გვინდოდეს და უნდა გვინდოდეს. თუ არ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის მეტი ამბიციები, მაშინ არაფერი არ მოხდება. ამიტომ, უნდა მეტი გვინდოდეს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ისიც უნდა დავინახოთ და დავაფასოთ. აქური მაგალითი და ძალიან სამაგალითოა ეს საქართველოსთვის. აქაური მაგალითია, რომ ყველაფერი იწყება არა მაინც და მაინც სახელმწიფოდან, ამ შემთხვევაში ყაზბეგის გაცოცხლება დაიწყო კერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, რაც არის შესანიშნავი და ახალგაზრდების ინიციატივით, რაც არის კიდევ უფრო დადებითი და კიდევ უფრო იმ მიმართულების მაჩვენებელი, რომელიც გვინდა დავინახოთ სხვა რეგიონებში. ეს არის საწყისი, გეთანხმებით, არ არის ჯერ ის, რასაც ჰქვია ნამდვილი განვითარება რეგიონის, მაგრამ ეს დაწყებული გზა არის ძალიან სწორად დაწყებული და ამიტომ, მე ამ მაგალითს სხვაგანაც ვყვები.
ზურაბიშვილმა ადგილობრივებს საზღვრის დარაჯები უწოდა.
„თქვენ საზღვრის დარაჯები ხართ. პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისე, როგორც ადამიანს ხერხემალი ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება. თუ საზღვარი ძლიერი არ არის, მაშინ სახელმწიფო ვერ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამრიგად, ამ რეგიონის განვითარება უნდა იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ შემთხვევაშიც, მე ვიქნები თქვენი ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სასაზღვრო რეგიონები, როგორც სახელმწიფო ინტერესი, წინ წამოიწიოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge