primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.10.2018
  • 09:36
შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ იმ აუდიოფირს ეხმაურება, რომელშიც მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროკურატურის ქმედება შეშინებული ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ტყუილს ტყუილზე ამბობს.

„ამ საცოდაობაზე დიდი კომენტარი არ ღირს. პატარა ბავშვს, რომ დაიჭერენ კარადასთან მურაბით ხელში, რომელსაც ტკბილი არ ეჭმევა და ათასგვარ  სისულელეებს იგონებს, რომ დაუმტკიცოს მშობლებს, რომ სულაც არ აპირებდა იმ მურაბის შეჭმას და ტყუილს ტყუილზე ამატებს, დაახლოებით იგივეა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის იცნობს ვიქტორ ჯაფარიძეს და მისი ლექსიკონი შეგდება 8 ფრაზისგან,ამიტომ ისეთი გამართული წინადადებებით საუბარს, როგორიც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, ის ვერ შეძლებდა.

„შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით. საბოლოო ჯამში ეს ივანიშვილი, სახელმწიფო მანქანა გადაიქცა ერთი ტყუილის მანქანად. მე ძალიან მეცოდება ის ხალხი, რომელსაც ამ ყველაფერს ასრულებინებენ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ხელისუფლება დაკავებულია ტაქსების თეთრად გადაღებვით და მარიხუანას პლანტაციების გაშენებით. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კლავს ბიზნესს და როგორც ჩანს, ლევან ყიფიანის მსგავსად, ბევრი ბიზნესმენია ფარცხალაძის სარდაფში ნამყოფი.

მიხეილ სააკაშვილი მოახლოებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ადებს ხელს საქართველოს, რომ ომი დაიწყო. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge