თურქეთის პოლიციამ საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი სამხილები მოიპოვა
- მსოფლიო
- 17.10.2018
- 11:08
თურქეთის პოლიციამ მოიპოვა სამხილები, რომლებიც მიუთითებს, რომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
წყაროს სააგენტოსთვის არ განუმარტავს, თუ რა სამხილებზეა საუბარი.
თურქეთის საგამოძიებო ჯგუფმა პროკურატურის წარმომადგენელბთან ერთად დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე ცხრასაათიანი ჩხრეკა ჩაატარა.
ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი, რომელიც Washington Post-ის მიმომხილველია და არაბეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ჰაშქაჯი 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.