უკრაინაში გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა - დაიღუპა ორი პილოტი
- მსოფლიო
- 17.10.2018
- 11:24
უკრაინის არმიის თვითმფრინავი სუ-27 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის პრეს-სამსახური იტყობინება.
„მწუხარებოთ გაცნობებთ, რომ სამძებრო- სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი პილოტის ცხედარი. ინციდენტის გარემოებები დგინდება“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კატასტროფა ვინიცკის ოლქის სოფელ ულანივში მოხდა. სუ- 27 ტიპის გამანადგურებელი სასწავლო-საბრძოლო გაფრენას ასრულებდა. ავია-გამანადგურებელი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა. საზედამხედველო უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი ამერიკელი სამხედრო იყო, მეორე კი უკრაინის შეიარაღებული არმიის ოფიცერი.