ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის
- საზოგადოება
- 17.10.2018
- 11:40
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იწვის საცხოვრებელი სახლი.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მიემართება.
სხვა დეტალები უცნობია.