primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

  • პოლიტიკა
  • 07.12.2015
  • 14:50
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლის გაზრდა, ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლი ამ პროცესში და სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება საუბრის მთავარი თემები იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მთელ რიგ სფეროებში  ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, ნატოს არსებითი პაკეტის ელემენტების განხორციელებაში ჩართულობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არის და იქნება საიმედო პარტნიორი ბულგარეთისთვის.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში. ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. ამ თვალსაზრისით, ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც, ვიმედოვნებთ, 2016 წლის იანვარში გაიმართება, დიდ წვლილს შეიტანს ამ პროცესში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა პეტრიწონის მონასტერი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი ევროპის მართლმადიდებლურ ლავრათა შორის, რომელიც ერთმორწმუნე ბულგარული და ქართული კულტურების უნიკალური კომბინაციის სიმბოლოა.

პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მიიწვია.

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა. ბოიკო ბორისოვმა ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლს და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროცესში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს ირანთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების პოტენციალი. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო და ბულგათი ენერგომატარებლების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდნენ, რაც ჩვენს ეკონომიკებზე დადებითად აისახება, რადგან ამით ბუნებრივი აირის ფასი შემცირდება",- განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დღეს ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge