ქერჩის კოლეჯში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
- მსოფლიო
- 17.10.2018
- 16:17
რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
დაღუპულია 18 და დაშავებულია 50-მდე ადამიანი. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა მოზარდები არიან. სავარაუდო ტერორისტმა თავი მოიკლა. ის 22 წლის იყო.
ასაფეთქებლი მოწყობილობა კოლეჯის სასადილოში ამოქმედდა.
ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.