წყალდიდობის შედეგად დაკარგული 5 წლის ბიჭის ცხედარი 8-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
- მსოფლიო
- 17.10.2018
- 16:47
8-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 5 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელიც ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე წყალდიდობის შედეგად იყო დაკარგული.
შედეგად სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, მათგან ორი დიდი ბრიატანეთის მოქალაქეა, ერთი გერმანიის და ერთი ჰოლანდიის.
5 წლის ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ავტომობილით მგზავრობდა, როდესაც წყალდიდობა დაიწყო. დედამ 7 წლის ქალიშვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა ის და ბიჭი წყლის ნაკადმა გაიტაცა.
ბიჭის ძებნაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. მისი ცხედარი ნანგრევების ქვეშ სან-ლორენსოს სიახლოვეს იპოვეს, რომელიც წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
მაიორკაზე 9 ოქტომბერს წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვიეს. რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. დაზიანდა ასობით სახლი, ავტომობილები წყალმა ზღვისკენ გაიტაცა, შეწყდა საავტომობილო მოძრაობა, ხოლო სასწავლო დაწესებულებები დაიხურა.