primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

კენედისა და მაჩაბლის მკვლელობები მე დავგეგმე, ხოლო ოქროს საწმისი მედეამ ჩემი თხოვნით მოიპარა - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.10.2018
  • 17:26
კენედისა და მაჩაბლის მკვლელობები მე დავგეგმე, ხოლო ოქროს საწმისი მედეამ ჩემი თხოვნით მოიპარა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, ტიტანიკის ჩაძირვა მისი დაგეგმილი იყო, ასევე, კენედის მკვლელობაც მან დაგეგმა, თუმცა დაასწრეს, მაგრამ სამაგიეროდ მოასწრო ივანე მაჩაბლის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა. მისივე თქმით, ახლა ევროპაშია, თან აქვს მედეას მოპარული ოქროს საწმისი და 19 მილიარდი.

"დღეს ფარცხალაძის "კანტორამ" რაღაცები ილაპარაკა ჩემზე და მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ. მოკლედ, ხომ გახსოვთ ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი? მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა, მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხო გახსოვთ? ჩემი დაგეგმილი იყო, საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და გინდა თუ არა, მაგან მოკლა. ეჰ, არადა, ყველაფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ, მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა, მართალია, დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება, იმიტომ, რომ გორელი იყო. სხვათა შორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ, ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას", - თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge