primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის –კარლ ჰარცელი

  • პოლიტიკა
  • 18.10.2018
  • 15:34
საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის –კარლ ჰარცელი

 

საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა არსებული ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

„რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, არის თუ არა საქართველო მზად წევრობისთვის – რა თქმა უნდა, პასუხი იქნება, რომ არა. საქართველო მზად არ არის. ასოცირების ხელშეკრულებით ჩარჩოა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას ითვალისწინებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობაც ამას ეხება. ყოველივე ამისა და რეფორმების საშუალებით, საქართველო უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით – ეს არის მესიჯი. როდესაც ბრიუსელში კითხვა გაფართოებაზე ისმება, ერთხმად ვეთანხმებით, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ევროკავშირთან უფრო დაახლოებისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის თქმით, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რა მოხდება მომავალში.

„საბოლოო ჯამში, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, წლების მანძილზე ევროკავშირი თვითონ როგორ განვითარდება. ამ კითხვაზე წინასწარ პასუხს ვერ მიიღებ. ერთადერთი, რაც არის, აჩვენეთ თქვენი სურვილი და მონდომება, როგორც ქვეყნის საბოლოო მიზანი, რა არის. ასევე შეხედო, სად ხარ ამ მომენტში“, – განაცხადა ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ამ პროცესში მთავარი გამოწვევა რეფორმები და ცვლილებებია.

„რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, მე ერთ ფუნდამენტურ საკითხს დავასახელებდი. ეს საქართველოში რეფორმებს და ცვლილებებს ეხება. შეგვიძლია, მაგალითად სასამართლო რეფორმები დავასახელოთ. ეს ერთ-ერთი ინსტიტუტია, როგორც მედია, რომელსაც ადამიანები უნდა ენდობოდნენ. ძლიერი, დამოუკიდებელი უნდა იყოს და გამჭვირვალედ მუშაობდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge