ქუთაისის 37-ე სკოლაში 7 მოსწავლე მოიწამლა
- საზოგადოება
- 18.10.2018
- 16:15
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია. ბავშვები გულის რევისა და თავბრუსხვევის სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. 4 ბავშვი საავადმყოფოში სკოლიდან, 3 კი, სახლიდან გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ამ დროისთვის შვიდი მოზარდია მოთავსებული.
ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.