primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

"ნაციონალური მოძრაობის" სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 22.10.2018
  • 12:57
"ნაციონალური მოძრაობის"  სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა - ელენე ხოშტარია

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვებრძოდნენ ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებული იყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატისგან, გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა „ევროპული საქართველოს“ მიმართ, რაც, მინდა გითხრათ, არ არის ახალი. მათ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე და მეორე დღიდანვე დაიწყეს ამ ხელშეკრულების დარღვევა. სამწუხაროდ, მათ უბრალოდ სტრატეგია ჰქონდათ ოპოზიციური ძალის, „ევროპული საქართველოს“ დაზიანებისა და დასუსტების. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვებრძოდნენ ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებული იყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე. ეს არ არის ახალი, ზოგადად მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელშეწყობაა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ მათი ქმედებებით, როგორც ოპოზიციასთან ბრძოლით, ასევე მათი აგრესიული გამოსვლებით, როცა ვხედავთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უბრაზდება ხალხს ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ჰქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ვხედავთ სრულ პოპულიზმს და ასეთ აგრესიულ სატელევიზიო გამოსვლებს, ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ და მათი ხელისუფლების გახანგრძლივების ხელშეწყობა. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ესმის და თავისი აგრესიულობითა და პოპულიზმით პირდაპირ ხელს უწყობს და ახარებს „ქართულ ოცნებას“. მე მოვუწოდებ მათ, ჩვენ არაფერი გვაკლდება მათი თავდასხმებით, მაგრამ ისინი ამით აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე“, – დასძინა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge