ვენესუელის ციხეებიდან 51 პატიმარი გაიქცა
- მსოფლიო
- 23.10.2018
- 10:00
51 პატიმარი გაიქცა ვენესუელის ციხეებიდან. ნუევა ესპარტის შტატში წინასწარი დაკავების ცენტრიდან 40 პატიმარი გაიქცა, კიდევ ათი კი - სულიას შტატის საპყრობილედან. გაქცევამდე მათ ორი თანამესაკნე მოკლეს.
ბოლო გაქცევა ლარას შტატში მოხდა. ერთი პატიმარი სასამართლოს შენობიდან გაიქცა, სადაც მისი საქმის მოსმენა მიმდინარეობდა.