ბათუმში, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 23.10.2018
- 11:42
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.