ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 23.10.2018
- 11:58
ჩინეთის სამხრეთით მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი (ვიდეო) ოფიციალურად გაიხსნა. მისი სიგრძე 55 კმ-ს შეადგენს, ხიდი ერთმანეთთან ჰონკონგს, მაკაოს და ჩჟუჰაის აკავშირებს.
ხიდი შედგება მიწისზედა მონაკვეთისა და წყალქვეშა გვირაბისგან. ჩჟუჰაი-მაკაო-ჰონკონგის მაგისტრალი 11 ქალაქს გაივლის და რამდენიმესაათიან გზას 30 წუთამდე შეამოკლებს.
ჩინეთის ბიუჯეტს ხიდის მშენებლობა 20 მლრდ დოლარი დაუჯდა, მის აშენებას კი 9 წელი დასჭირდა. 400 ათასი ტონა ფოლადის კონსტრუქცია რვაბალიან მიწისძვრას, სუპერტაიფუნსა და სატვირთო გემებთან შეჯახებას გაუძლებს.