png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს პავილიონის დიზაინი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გააკეთა

  • საზოგადოება
  • 22.10.2018
  • 15:55
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს პავილიონის დიზაინი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გააკეთა

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალიდან საქართველო წარტამებული დაბრუნდა. ფესტივალზე თითქმის ყველა გამომცემლობა და უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი. დღეს ჩვენი სტუმარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, ქეთი ქოქრაშვილი:

_ 500-წლიანი ისტორიის მქონე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათი ათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ბაზრობას ყოველწლიურად დაახლოებით 400 000-მდე უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს. 1988 წელს ბაზრობაზე იტალიის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენამ საფუძველი ჩაუყარა საპატიო სტუმარი ქვეყნის (Guest of Honour Country) კონცეფციის ჩამოყალიბებას - ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.). გერმანია მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ საკონცერტო დარბაზებში, გალერეებში, კინოთეატრებსა თუ თეატრებში, ლიტერატურულ სალონებსა და ბიბლიოთეკებში მასპინძლობს სტუმარი ქვეყნის მიერ, წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. 2018 წელს (10-14 ოქტომბერი) ეს პატივი საქართველოს მიენიჭა.

რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის  განსაკუთრებით მოემზადა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა არა ერთი პროექტი დაამუშავა, რაც ფესტივალზე წარმატებით იქნა წარდგენილი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო - პავილიონი, სადაც ქართული გამოცემები იყო წარმოდგენილი, ჩვენი დიზაინერების შემოქმედების ნაყოფია.

_ როგორც ვიცი, პავილიონი დაგეგმა საერთაშორისო დიზაინის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ყარალაშვილმა.

_ დიახ, ასეა. ჩვენმა გამომცემლობამ გამოფენაზე წარდგენილი, არაერთი წიგნის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე გატანილი გვქონდა 2018 წელს გამოცემული წიგნები, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, შიდა გრანტების ფორმატში გამოიცა.

_ ავტორები?

_ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები.

_ რამდენი წიგნი წარადგინეთ?

_ უნივერსიტეტიდან, ჩვენი პროფესორების ავტორობით, წარდგენილი იყო 20 დასახელების წიგნი, ხოლო ჩვენს უნივერსიტეტში დაკაბადონებული წიგნების რაოდენობა რამოდენიმე ასეულს აღწევს.

_ რას მოუტანა ფესტივალმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს?

_ ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა საქართველოს პავილიონს, დიზაინერული თვალსაზრისითაც ძალიან მომხიბვლელი იყო და შინაარსითაც ძალიან საინტერესო. ჩვენ მივიღეთ დისკუსიებში მონაწილეობა, გვქონდა არაერთი შეხვედრა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ფრანკფურტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა,  ჩვენს მიერ გამოფენაზე წარდგენილი წიგნები, სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა საჩუქრად, ჩვენ ამ უნივერსიტეტთან გვაქვს გარკვეული ტიპის ურთიერთობები. წელს დაიგეგმა ამ ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით სტუდენტთა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.

 

მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge