primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ-იტალიურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 24.10.2018
  • 12:55
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ-იტალიურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის გახსნას იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი დაესწრო.

“სამი მიზეზის გამო მომწონს ეს კონფერენცია. პირველი – ამ კონფერენციის იდეა მოდიოდა ქართველი დოქტორანტისგან, რომელიც სწავლობს ფოჯას უნივერსიტეტში, მეორე – აქ განხილული საკითხები არის საკმაოდ საინტერესო. ეს ეხება მოკლე მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს და საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აგროკულტურა დაფუძნებულია მცირე კომპანიებზე და მესამე – ჩვენ გვაქვს ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს უნდა გავუზიაროთ“, – ასე შეაფასა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია – “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა არა მარტო ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, აგრარულ და ბიოსამედიცინო სფეროებს, ბიზნესსაქმიანობაში ტექნოლოგიების კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების საკითხებს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, მრეწველობის დარგების განვითარების დინამიკა საქართველოში მნიშვნელოვნადაა განპირობებული საუნივერსიტეტო ინოვაციურ შემოქმედებაზე.

„ამ მხრივ მთელ მსოფლიოში ახალი ტენდენციებია. უნივერსიტეტში იძენენ (ამ მხრივ მოწინავე გახლავთ აშშ) ინოვაციური პროდუქტის წარმოების ფუნქციებს. მნიშვნელოვანია რეგულირების ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სტიმულს მისცემს ინოვაციურ-შემოქმედებით-სამეწარმეო განვითარებას. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ სფეროშიც ფოჯას უნივერსიტეტთან და იტალიის ბიზნესთან, ერთობლივი წარმოებების ჩამოსაყალიბებლად და ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ოთარ ზუმბურიძის განცხადებით, კონფერენცია ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობის შედეგია. „საქართველოს ტექნიკური და ფოჯას უნივერსიტეტები უკვე ორ წელიწადზე მეტია, თანამშრომლობენ. განხორციელებული აქვთ რამდენიმე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და განამტკიცებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა ოთარ ზუმბურიძემ.

როგორც კონფერენციის იდეის ავტორმა, ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზატორმა, საქართველოს ტექნიკური და ფოჯას უნივერსიტეტების დოქტორანტმა, ნინო ადამაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია ამ ორი უნივერსიტეტის კიდევ უფრო დაახლოებას ემსახურება. „ფოჯას უნივერსიტეტს უდიდესი გამოცდილება აქვს აგრარულ სფეროში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს - ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ნინო ადამაშვილმა.

აგრარული ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა ფოჯას უნივერსიტეტიდან, მარიან ტონიეტა ფიორემ, კონფერენციის მონაწილეებს SFSC-ში ინოვაციებისა და დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ფოჯას უნივერსიტეტის აკადემიურმა დოქტორმა, პროექტების მენეჯერმა ფედელე კოლანტუონომ კი SKIN პროექტის ქსელის მართვის შესახებ ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართვლობის ხელშეწყობით, გაიმართა სკაიპჩართვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და და ფოჯას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაცვალეს აზრები თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე“. ვორქშოფს უძღვებოდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი სულაშვილი, პროფესორი ოთარ ბაღათურია, ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა ფაჩილონგო და დოქტორანტი ფიორელა პია სალვატორე, ასევე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მაგისტრატურის სტუდენტები - მარიამ თხინვალელი და ნინო დემინაშვილი.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ქვარცხავამ კონფერენციის მონაწილეებს ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო ბაზები და ლაბორატორიები გააცნო. უცხოელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზასაც ესტუმრნენ. კვლევითი ცენტრის საზოგადოებასთან და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ჩხარტიშვილმა სტუმრებს ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია, ხეხილის ბაღები და ქართული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოებია კოლექცია დაათვალიერებინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯას უნივერსიტეტი თითქმის სამი წელია, თანამშრომლობენ. ორი უნივერსიტეტის დაახლოებასა და აქტიურ თანამშრომლობას ხელი შეუწყო ფოჯას უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ჯულიო ესპოზიტომ. მისი თაოსნობით, 2016 წელს ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. 2017 წელს სტუ-ის 3-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო იტალიის რეგიონ პულიას მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროექტებში MUSA და MOBIS, რომლებიც ერთი აკადემიური სემესტრით ფოჯას უნივერსიტეტში სწავლებას გულისხმობდა. 2018 წელს კი, „ერაზმუს+“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც უკვე ძალაშია შესული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge