primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მოვუწოდებთ პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ - "თავისუფალი დემოკრატები“

  • პოლიტიკა
  • 28.10.2018
  • 10:51
მოვუწოდებთ პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ - "თავისუფალი დემოკრატები“

"თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ, აღნიშნულია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო განცხადებაში.

პარტიის განმარტებით, 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობასში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც მოითხოვენ მათი შვილების მკვლელობის ფაქტებზე სამართლიანი გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებას.

„ამ პროტესტს იზიარებს და შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას უცხადებს, როგორც მთლიანად ქართული საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ჩვენც - ,,თავისუფალი დემოკრატები“.

 მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  პროკურატურა აპირებს ზაზა სარალიძისათვისსისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენას, 2018 წლის 26 ოქტომბერს, ზემოხსენებული საპროტესტო აქციის განხორციელებისას, მასსა და პოლიციის თანამშრომელს შორის მომხდარი ინციდენტის გამო.

"თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ. ეს არ იქნება გონივრული და გამართლებული, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის საჯარო ინტერესის თვალსაზრისითაც. უკიდურეს შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურას და სასამართლოს, სამართალწარმოების პროცესში ზაზა სარალიძის მიმართ არ იქნას გამოყენებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება”, აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge