ზაზა სარალიძე თავისუფალია
- სამართალი
- 28.10.2018
- 11:36
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურაში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სარალიძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200