primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 28.10.2018
  • 12:55
მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე

„მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძემ არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადრება და საზოგადოებას ამ დროისათვის არსებული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„1) ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა,სადაც  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ჯელალქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობის და პროვოკაციისკენ, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც.

მოგვიანებით აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს.

2)ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ  ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის  ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.

3) როგორც ნახეთ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს - მოქმედი კანონმდებლობით,  არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ რუსთავი 2, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძლებდა ანტირეკლამას,  ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.

4)ვრცელდება ინფორმაცია და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თუ არა დარღვევები, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.

 5) ასევე მინდა სოციალური ქსელებით გავრცელებულ სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციებს გამოვეხმაურო. დღეს, განსაკუთრებით ბევრია ასეთი ინფორმაციები, ე.წ "ფეიქ ნიუსები“ და გავხდით იძულებულები ამაზეც გვეთქვა, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა სხვადასხვა განცხადებები აფხაზეთზე, მეგრელებზე, სარალიძეზე და ა.შ. რაც  არის აბსოლუტური სიცრუე, მიზანი ალბათ გასაგებია ყველასთვის.

როგორც ხედავთ ჩვენ და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კამპანია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ ყალბი ინფორმაციებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას. ვიმედოვნებთ, რომ დამკვირვებლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ  მაქსიმალური იაქტიურონ.

„ბოლოს, მივიღე ინფორმაცია რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ჩვენს ბრიფინგს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. მათ ვურჩევ რომ წაიკითხონ 61-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა მონაწილე, ყველა წევრი საარჩევნო უბანზე კომისიისა ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს არ არის მათი უფლება, ეს არის ვალდებულება და ეს მათ არ გააკეთეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ნორმების დაცვით. ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი განცხადებები იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

დარწმუნებულნი ვართ ჩვენ შევძლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს სხვადასხვა დესტრუქციული ძალებისგან”, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge