საგარეჯოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სუფრა გაშალეს
- საზოგადოება
- 28.10.2018
- 13:46
საგარეჯოს მე-11 ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო მაგიდებზე გაშლილი იყო სუფრა. კენჭისყრის მიმდინარეობისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სადილობდნენ. კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს.