png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად - ამომრჩეველი ოკუპირებული ტერიტორიიდან

  • საზოგადოება
  • 28.10.2018
  • 15:14
ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად - ამომრჩეველი ოკუპირებული ტერიტორიიდან

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

არჩევნებზე ხმა მისცა ასევე სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებმა, 80 წლის დათა ვანიშვილმა. მან გადმოსვლა მოახერხა და არჩევანი ხურვალეთის 70-ე უბანზე დააფიქსირა.

დათა ვანიშვილი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, არ გადაეკვეთა ე.წ. საზღვარი და ხმის მისაცემად არ გადასულიყო. გაფრთხილების მიუხედავად, დათა ვანიშვილი უკვე მესამე არჩევნებია, მაინც ახერხებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

„სულ ჩემები არიან, ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად. მავთულხლართებზე ხელიც გავიჭერი, მაგრამ ვერავინ დამიშლის აქეთ გადმოსვლას. უბანზე მივედი და პირადობის მოწმობა დამრჩენია, უკან მივბრუნდი, ცოლს ვთხოვე და გადმომაწოდა მავთულებიდან. დამეხმარნენ აქაურები, მივედი ისევ და ხმა მივეცი. ხმა მივეცი იმას, რომ ეს მავთულები აღარ იყოს, თავისუფლად შევძლო გადასვლა და ჩემი ბაღის დამუშავება. დავიღალე ასე მარტო ცხოვრებით“, – განაცხადა დათა ვანიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge