მოსკოვში აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 08.12.2015
- 09:54
პაკროვკის ქუჩაზე გვიან საღამოს თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად ავტობუსების გაჩერებაზე 4 ადამიანი დაშავდა. 3 მათგანი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თვითნაკეთი ბომბი შესაძლოა ავტომანქანიდან ან მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადმოეგდოთ. მომხდართან დაკავშირებით საქმე არა ტერორიზმის, არამედ ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200