ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
- მსოფლიო
- 28.10.2018
- 15:34
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნებში მონაწილეობას ხმის მიცემის უფლების მქონე (18-დან 70 წლამდე) 147,3 მლნ ადამიანი იღებს. ხმის მიცემაზე უარის შემთხვევაში პირი სიმბოლურად ერთი დოლარით დაჯარიმდება. ამასთან, ხმის მიცემის უფლება სურვილის მიხედვით 16-17 წლისა და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც აქვთ.
არჩვნების პირველი ტური 7 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტურში ორი კანდიდატი სოციალ-ლიბერალური პარტიიდან ჟაირ ბოლსონარუ და შრომის პარტიის წარმომადგენელი ფერნანდუ ადადი გავიდნენ.