png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროპული საქართველო, მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს - ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 28.10.2018
  • 20:25
ევროპული საქართველო, მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს - ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გირგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.

მან თავის ამომრჩევლებს მოუწოდა მეორე ტურში მხარი გირიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ.

20 საათზე ეგზიტპლის შედეგები გახდა ცნობილი. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილი - 52,3  %, გრიგოლ ვაშაძე - 28,1პროცენტი - „ფსიქოპროექტის“ ეგგზოტპოლის შედეგები. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქო პროექტმა“ ჩაატარა.

edison research-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40% აქვთ. edison research-მა კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. სავარაუდო ცდომილება 3%-ია.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი გამარჯვების მეორე ტურში.

„ეს იყო ჩვენი ამოცანის მეორე ნაწილი, არ მიგვეცა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების საშუალება და არსებული კვლევები ადასტურებს რომ ჩვენი ამოცანის ეს ნაწილი შესრულებულია. ამიტომ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერებს უბნებზე, კომისიის წევრებს მინდა მოვუწოდო ბოლომდე იყვნენ უბნებზე. დავითვალოთ და დავიცვათ თითოეული ხმა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ ხმებზეა დამოკიდებული გაიმართება თუ არა მეორე ტური. დავით ბაქრაძის განცხადებით მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა ენმ-სთან, მეორე ტურის შემთხვევაში "ევროპული საქართველოს" გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

„თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩვენ მას დავუჭერთ მხარს,“-განაცხადა დავით ბაქრაძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge