სომხეთის ვიცე პრემიერს მარიხუანის მოხმარებაში ადანაშაულებენ
- მსოფლიო
- 29.10.2018
- 14:29
გამოცემა politik.am-მა სომხეთის ვიცე პრემიერი ტიგრან ავინიანი მარიხუანის მოხმარებაში დაადანაშაულა.
ავინიანმა განაცხადა, რომ გამოცემას სასამართლოში უჩივლებს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ავინიანი მეგობრებთან ერთად მთავრობის შენობაში, სამუშაო საათებში, მარიხუანას მოიხმარდა.
„ვაპირებ სასამართლოში politik.am-ს ცილისწამებისთვის ვუჩივლო. მსგავს სიტუაციებში მას მოსთხოვენ საჯაროდ უარყოს ცილისწამება, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომელსაც დავფარავ ჟურნალისტიკის ფაკულტეტების წარმატებული სტუდენტების გადასახადს“, - წერს ავინიანი Facebook-ზე.