ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა
- საზოგადოება
- 01.11.2018
- 11:48
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. აღმაშენებლის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.