primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 01.11.2018
  • 12:46
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა - მამუკა ბახტაძე

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლი იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, შეუქცევადი წინსვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა. 

„რა თქმა უნდა, საჭიროა ვიმსჯელოთ რეგიონალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას. ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს.

მე მსურს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შევეხო საქართველოს ოკუპაციის თემას, როგორც უმწვავეს გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ - ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, გრძელდება გატაცებების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge