primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 02.11.2018
  • 14:24
ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია - გრიგოლ ვაშაძე

ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო.

„2007 წელს მე ვიყავი რიგითი მოქალაქე და ვერანაირ მონაწილეობას ამ ინციდენტში ვერ მივიღებდი. მეორეც, მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე. მესამეც, მე არასდროს არ ვთვლიდი ბატონ ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად და ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მას ვუთხარი პირადად, ჯერ პირად შეხვედრაზე, მერე პირადად დავადასტურე.

ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის რომ მოხდეს იმ მახინჯი სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას და „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხ ნოემბერს, ქუთაისში მექნება გამოსვლა, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ იმ რეფორმებზე, რომელიც სასწრაფოდ არის გასატარებელი და რომლის დიდი ნაწილი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ უკვე შეთანხმებულია. არის დიდი ნაწილი, რომელზეც „რესპუბლიკური პარტიის“ ექსპერტიზა გვჭირდება და ამ საკითხების განხილვა ჯერ არ დაგვიმთავრებია. მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი უკვე შეთანხმებული გვაქვს სხვა პარტიებთან და ორშაბათს, დიდი ალბათობით, დამატებით ინფორმაციას მიიღებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge