primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 02.11.2018
  • 14:37
 სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს - ირაკლი კობახიძე

ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რამაც, ბუნებრივია, გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით ახალქალაქში მომხდარი სამწუხარო ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ არასწორი მეთოდების გამოყენების შედეგი იყო.

"ჩვენ, სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რამაც ბუნებრივია გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე. ისინი იყენებენ არასწორ მეთოდებს და ამ არასწორი მეთოდების შედეგი იყო ის სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა ახალქალაქში. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას ენზელ მკოიანს. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდება ეს მაღალი შედეგი და კიდევ უფრო მაღალი შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ხელთ არსებული, მტკიცებულებებით დადასტურებული ინფორმაციით, კონფლიქტი „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო. ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობას" პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პროვოკაციებს, კანონის ჩარჩოებში მკაცრი პასუხი ექნება.

„ამაზე საბოლოო პასუხს გასცემს სამართალდამცავი ორგანო. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით , კონფლიქტი დაიწყო სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც პროვოკაცია მოაწყო ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას" თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი კანონის ჩარჩოებში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge