ლონდონში Sony-ის შტაბ-ბინაში ორი ადამიანი დანით დაჭრეს
- მსოფლიო
- 02.11.2018
- 16:15
ლონდონში უცნობმა პირმა კომპანია Sony-ის სათაო ოფისში ორი ადამიანი დანით დაჭრა. ინციდენტი ლონდონის დასავლეთ ნაწილში მოხდა, იუწყება ტელეარხი Sky News-ი.
წინასწარი მონაცემებით, შენობაში უცნობმა პირმა უკანონოდ შეაღწია.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
ლონდონის პოლიციის ცნობით, დაკავებულია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.