8 დაღუპული და 16 დაჭრილი - ბაღდადში ტერაქტების სერია მოხდა
- მსოფლიო
- 05.11.2018
- 10:15
რვა ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ტერაქტების შედეგად.
ტელეარხ Al-Arabiya-ს ცნობით, ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადის ჩრდილოეთით ადენის მოედნის სიახლოვეს ამოქმედდა.
კიდევ სამი აფეთქება ქალაქის აღმოსავლეთით მოხდა, მეხუთე- ბაღდადის ჩრდილოეთით. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის სამხრეთით ამოქმედდა.