ვერტმფრენმა, რომელშიც ახალდაქორწინებულები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა
- მსოფლიო
- 05.11.2018
- 13:32
ტეხასში ვერტმფრენმა Bell 206B კატასტროფა განიცადა, მის ბორტზე ახალდაქორწინებულები იმყოფებოდნენ.
ნეფე-პატარძალი დაქორწინბას ოჯახურ რანჩოში აღნიშნავდნენ. ცერემონიის დასრულებიდან საათნახევრის შემდეგ ისინი ვერტმფრენში ჩასხდნენ, რომელიც ქალაქ იუვალდედან ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა. ბორტზე ასევე იმყოფებოდა პილოტიც, სამივე მათგანი დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.