რესტორანი, სადაც სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს, ისევ გაიხსნება
- მსოფლიო
- 05.11.2018
- 17:02
რესტორანი Zizzi, სადაც ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია უგონო მდგომარეობაში იპოვეს, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ Telegraph-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, რესტორანი მარტში დაიხურა, რადგან იქ ნერვულ-პარალიტური ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის Zizzi მავნე ნივთიერებებისგან გაწენდილია და გარემოს დაცვის დეპარტამენტის მიერ სტუმრებისთვის უსაფრთხოდ არის გამოცხადებული.
Zizzi-ის იმედოვნებს რონ დაწესებულების თავიდან გახსნა სოლსბერისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება.
ცხრა თვის განმვალობაში, ვიდრე რესტორანი დახურული იყო, მისი ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ხელფასს სრულად უხდიდა.