ესპანეთის სანაპიროსთან 17 მიგრანტი დაიღუპა
- მსოფლიო
- 06.11.2018
- 11:22
ესპანეთის სანაპიროსთან 17 მიგრანტი დაიღუპა. 13 ადამიანი, რომელიც ესპანეთამდე მიღწევას ცდილობდა, ალბორანის ზღვაში დაიხრჩო, კიდევ ოთხი კი იმ დროს დაიღუპა, როდესაც მათი ნავი კლდეს შეეჯახა.
ესპანეთში წლის დასაწყისიდან 47 500 მიგრანტი ჩავიდა, 2 ნოემბრის მონაცემებით 567 მიგრანტია დაღუპული.
ხმელთაშუა ზღვის საშუალებით ვეროპაში წლის დასაწყისიდან ევროპაში 89 ათასი ადამიანი მოხვდა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა ან უგოზუკვლოდ დაიკარგა 2 ათასი ადამიანი.