ავსტრალიაში მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 06.11.2018
- 12:05
ავსტრალიაში მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მეგობრები წყნარი ოკენაის არქიპელაგ უიტსანდის რაიონში იახტით სეირნობდნენ. ზვიგენი 33 წლის მამაკაცს ცურვის დროს დაესხა თავს და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.
სექტემბრის შემდეგ ზვიგენის თადასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.