png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რომ არა პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა - ვოლსკი

  • სამართალი
  • 06.11.2018
  • 13:35
რომ არა პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა - ვოლსკი

რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი,  8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა, ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა. მისივე  განმარტებით, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული, რომელთაც ამნისტია არ ეხებოდა.

„ასეთ პატიმრებს ციხეში არსებული სასტიკი პირობებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი ოთხი წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია. პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო. უფრო კონკრეტულად კი 2005 წლის დეკემბერში, 11 წლის არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე იაგო ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და სამი წელი მიუსაჯეს. მოზარდის გაუჩინარებაში იაგო ნებიერიძის სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე ისევ გარეთ გამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2009 წელს იაგო ნებიერიძე ციხეში ყაჩაღობის გამო მოხვდა და ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდებით 17 წელი და ოთხი თვე მიესაჯა.

მისი ინფორმაციით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, ნებიერიძეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„2013 წლის 1 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა. 2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელინაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით.

27.12.2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მან საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა. რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და „ქართულმა ოცნებამ“ ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა. და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს. იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უღირსი საქციელია საზოგადოებისთვის სენსიტიური ასეთი საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება და „ქართული ოცნების“ მისამართით მსგავსი ცრუ ბრალდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge