ვარკეთილში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 07.11.2018
- 10:29
თბილისში, ვარკეთილში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა. მშობლები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია.