2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით - გიგი უგულავა
- პოლიტიკა
- 07.11.2018
- 13:25
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მაშინ მათ შეცდომა დაუშვეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვინც 2018 წლის 7 ნოემბერს ამით არჩევნების მოგებას აპირებს, პოლიტიკურად ბეცია.
„ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.
#ბოდიში
ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი.
#სამწუხაროა
2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.
#წერტილი“ - წერს გიგი უგულავა.