15 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
- საზოგადოება
- 12.11.2018
- 19:27
2-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14-15 აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 12-13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.