primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ნატო მოუწოდებს ალიანსის წევრებს, მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას - სესიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.11.2018
  • 11:03
ნატო მოუწოდებს ალიანსის წევრებს, მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას - სესიაშვილი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი რეზოლუციაში „ნატო-ს შეკავების გაძლიერება აღმოსავლეთით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე​მ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„რეზოლუციის პროექტში, ხაზგასმულია რა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის -სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასევე მოუწოდებს ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს, მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატო-ს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს მუდმივად მხარს უმაგრებენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge